ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა. BTU პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს კვლევით ცენტრს, კარიერულ ცენტრს, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას, ბლოკჩეინ ლაბორატორიას, მდგრადობის ლაბორატორიას, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიას, განახლებადი ენერგიების ლაბორატორიას, Android & iOS ლაბორატორიას, ინდუსტრია 4.0 ლაბს და სხვ.

უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ინოვაციების ხელშეწყობით, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებითა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, ჩვენ სრულიად განსხვავებულ, დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოვადგენთ საქართველოში.
ჩვენ გვაქვს ამბიცია და ყველა საჭირო რესურსი იმისათვის, რომ მივცეთ სტუდენტებს მოტივაცია და შესაძლებლობა გახდნენ კონკურენტუნარიანი ძალა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.