სერვისის სარგებლობის პოლიტიკა
საიტი – ვებგვერდი framework.ge;
მმართველი კომპანია – ვებგვერდის მფლობელი და მმართველი კომპანია, შპს “ფრეიმვორკი” (ს/კ: 406418185);
მომხმარებელი – საიტის მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
აპლიკანტი – სამსახურის მაძიებელი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ვებსაიტით framework.ge და ეხმაურება ვაკანსიას (მაგ. აგზავნის CV-ის);
კომპანია – დამსაქმებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით;
ვაკანსია – კომპანიის რეკრუტერის ან პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაცია გამოცხადებული სამსახურებრივი პოზიციის შესახებ.
წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ წესები და პირობები არეგულირებს საიტით სარგებლობის პირობებს. Framework არის აპლიკანტებისა და კომპანიების დამაკავშირებელი პლატფორმა. მმართველი კომპანია არ ფლობს და არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე განთავსებულ ვაკანსიებზე. ვაკანსიები ეკუთვნით კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ საიტის სერვისით.
საიტი აპლიკანტებს აძლევს წვდომას კომპანიის მიერ განთავსებულ ვაკანსიებზე. კომპანიების რეკრუტერებს (არმ სპეციალისტებს) ენიჭებათ წვდომა თავიანთ დეშბორდზე. კომპანიებთან ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გარკვეული ღირებულების სანაცვლოდ, კომპანიების მიერ საიტის მომსახურების მიღება. მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია იხდის უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისის საფუძველზე შპს “ფრეიმვორკის” ანგარიშზე.
აპლიკანტის მინიმალური ასაკი არის 18 წელი. აპლიკანტს შეუძლია ვებგვერდზე CV-ს ატვირთვა და ვებგვერდიდან გაუსვლელად გაგზავნა. გამოგზავნილ CV-ის რეკრუტერი მიიღებს ელ-ფოსტასა და დეშბორდზე.
ნებისმიერი შეცდომის ან კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე [email protected].
მომხმარებლის მიერ საიტზე ავტორიზაცია / რეგისტრაცია და საიტის მომსახურების მიღება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესები და პირობები.
მომხმარებელი უფასო რეგისტრაციას გადის ვებგვერდზე შესაბამისი წესების დაცვით. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ფაქტობრივი მონაცემები.
აპლიკანტის შემთხვევაში სრული სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და საცხოვრებელი ქალაქი, ხოლო კომპანიის შემთხვევაში კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, აღწერა, ოფიციალური ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
თანხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდი ვაკანსიების კრედიტები არ არის დახარჯული და თანხის ჩარიცხვიდან გასულია არაუმეტეს 24 საათი.
იმ შემთხვევაში, თუ თვლი, რომ გადახდილი თანხის სანაცვლოდ მიიღე არასათანადო ხარისხის/დონის სერვისი, თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეგიძლია 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაწერილი განცხადებით, სადაც იქნება აღწერილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის ობიექტური მიზეზი.
თანხის დაბრუნების საფუძველი არის ოფიციალური განცხადება, რომელიც გაფორმებულია საფორტ ჯგუფთან support.framework.ge პლატფორმაზე. განცხადების განხილვის ვადაა 5 სამუშაო დღე და მას განიხილავს კომპანიის ადმინისტრაცია და ფინანსური სამსახური. დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხის ასახვა საბანკო ანგარიშზე დამოკიდებულია მერჩანტ ბანკზე.
ნებისმიერი სახის თაღლითობას, (მათ შორის ფიშინგი და ა.შ), რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ნებისმიერი სახის საფრთხეს წარმოადგენს საიტის მომხმარებლებისთვის, აზიანებს შპს ფრეიმვორკის საკუთრებას (მათ შორის სერვერულ ინფრასტრუქტურას, დატაცენტრებს და ა.შ.) ან აფერხებს საიტის გამართულ მუშაობას, ექნება დაუყოვნებლივი რეაგირება საიტის მოდერაციის სამსახურისა და ადმინისტრაციის მხრიდან. საქმე გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უზენაეს სასამართლოს. ნებისმიერი ზემოხსენებული გარემოების შემთხვევაში კომპანია შპს ფრეიმვორკს სრული უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდოს მომხმარებლის არხები (პირადი პროფილი და კომპანიის გვერდი) და საქმის წარმოებისთვის ყველანაირი ინფორმაცია ამოიღოს, დაამუშაოს და გადასცეს შესაბამის ორგანოებს.
წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ცვლილების შესახებ მომხმარებელი მიიღებს ოფიციალურ შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.