381 0

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.    

 

ფუნქცია-მოვალეობები:    

** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა      
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება და შენარჩუნება      
** გაყიდვების მართვა      
** დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება      
** პროგრესის და შედეგების პერიოდული განხილვა და ანგარიშგება.    

 

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა (B კატეგორია)    

 

განათლება/გამოცდილება:    

** უმაღლესი განათლება      
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების კუთხით.    

 

კომპეტენციები:    

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი      
** ლიდერობა      
** პროდუქტიულობა      
** მომხმარებელზე ორიენტირება      
** ურთიერთობების მართვა      
** ცვლილებების ინიციირება და განხორციელება      
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და მართვა      
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა    

 

საკონკურსო პირობები:    

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".    

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.    

 

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.    

გისურვებთ წარმატებას.