236 0

გიზიარებთ ვაკანსიას, სადაც შეგიძლია დასაქმდე გამოცდილების გარეშე. გაიარე ტრენინგები, ისწავლე და დასაქმდი ჩვენთან. 

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

აღმოსავლეთის რეგიონი:

კახეთი -  თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, წნორი, სიღნაღი.

ქვემო ქართლი  - მარნეული, რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, 

შიდა ქართლი  - გორი

 

დასავლეთის რეგიონი:

აჭარა  - ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი, 

იმერეთი  - ქუთაისი, ზესტაფონი, თერჯოლა, საჩხერე, სამტრედია, წყალტუბო, ამბროლაური, ბაღდათი, ვანი, ხარაგაული, ლენტეხი, ცაგერი.

სამეგრელო-გურია  - აბაშა, მარტვილი, სენაკი, წალენჯიხა, ხობი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, მესტია

შიდა ქართლი -  გორი, ხაშური, ბორჯომი,  ბაკურიანი, მცხეთა, დუშეთი, ახალქალაქი, ადიგენი, ნინოწმინდა, სტეფანწმინდა, თიანეთი.

 

რას აკეთებს ჩვენთან მოლარე-ოპერატორი:

  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ საბანკო ოპერაციებს: ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის ოპერაციების შესრულება ლიმიტის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;
  • მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება : უმაღლესი ან  პროფესიული, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

 

გელოდებით, თუ:

  • სიამოვნებას განიჭებს ადამიანებზე ზრუნვა;
  • გსურს განვითარდე ფინანსურ სექტორში;
  • ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარი 

 

შესარჩევი ეტაპები ტარდება ONLINE:

  • გაცნობითი შეხვედრა;
  • მოკლევადიანი თეორიული online სწავლება და შემდგომი პრაქტიკა (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასურველ ლოკაციაზე დასაქმებას;
  • ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და ურთიერთობებს;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგებს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას +  ყოველთვიური ბონუსი, გამომუშავებიდან გამომდნარე.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ფრეიმვორკზე ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება : ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება    ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.