ძირითადი მოვალეობები:
- ბტუ- სთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში პარტნიორების მოძიება, ბტუ- ს პროექტებისთვის დონორების მოძიება;
- ინფორმაციას მოძიება და გავრცელება ბტუ- ს პარტნიორ- დაწესებულებათა და სხვა იურიდიულ/ ფიზიკურ პირთა მიერ დაგეგმილი კონფერენციების/ სემინარების/ პროექტების/ პროგრამების ან სხვ. შესახებ;
- ბტუ- ს პროექტებში ბტუ- ს პერსონალის, სტუდენტების და გარე ბენეფიციარების ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდა კადრების მომზადების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა უნივერსიტეტებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება;
- საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქსელებში და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ბტუ- ს გაწევრიანებისთვის მიმდინარე სამუშაოების განხორციელება, პროცესების ადმინისტრირება საჭიროებისამებრ;
- ბტუ- ს საგანმანათლებლო საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძიებების, პროექტების და სხვ. შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის სფეროს შესაბამისად ბტუ- ს ვებ- გვერდზე განსათავსებლად ინფორმაციის მომზადება, ბტუ- ს საერთაშორისო საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტების და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის მომზადებაში მონაწილეობა, ბტუ- ს სახელით ოფიციალური მიმართვების, განცხადებების და სხვ. პროექტების მომზადება;
- საერთაშორისო დონის ღონისძიებების, უცხოეთის პარტნიორებთან ერთობლივი პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუს, სემინარების, ტრეინინგების და სხვ. ჩატარებასთან დკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა, პროექტების მომზადება, ამ ღონისძიებების საინფორმაციო- საორგანიზაციო უზრუნველყოფა;
- ბტუ- ს პერსონალის, სტუდენტების და გარე ბენეფიციარების კონსულტირება და მათთვის დახმარების გაწევა:
- სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
- სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებაში ბტუ- ს პერსონალის, სტუდენტების და გარე ბენეფიციარების ჩართვა;
- ბტუ- ში სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელების ადმინისტრირება: პროექტის შესრულების შუალედური და დასკვნითი ანგარიშების მიღება, მომზადება, შემოწმება და შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ფლობა ( არანაკლებ B2 დონე);
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება - 1200-1500 ლარი (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - [email protected]:
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]